"ფინანსთა მინისტრს მინდა დავუანგარიშო საქართველოში ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი"
"ფინანსთა მინისტრს მინდა დავუანგარიშო საქართველოში ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც მან ჟურნალისტებთან განახადა, დაპირდნენ, ბანერს გამოსვლის დროს შეატანინებენ. მისი თქმით, უმრავლესობას "სიმართლის ეშინიათ და ის რიცხვი, რაც ბანერზეა არის ეს სიმართლე".

ვაშაძის თქმით, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყველაზე დიდ კორუფციულ სქემაზე ექნება საუბარი, თუ როგორ მოიპარეს 4 მილიარდი ლარი საქართველოში. მას თან აქვს კალკულატორიც, სადაც აპირებს ეს თანხა სხდომათა დარბაზში დაინაგარიშოს.

"კალკულატორიც მაქვს, ფინანსთა მინისტრს მინდა
დავუანგარიშო საქართველოში ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი, კალკულატორი მაქვს, "ჩოთქი" არ არის, "ჩოთქებით" კი დადიან, მაგრამ შეიძლება შეეშინდეთ, თავში რომ არ მოხვდეთ,"- განაცხადა ვაშაძემ.
ალექს
14 ივნისი 2021 06:24
უნებურად წამოცდა, რომ თანხები გაიწერება გამოგონილ პირებზე, აი ყალბი პირადობები რომა აქვთ, ეგენია გამოგონებულები , ვინ გამოიგონა ? !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები