პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო
პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო
პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო.კენჭისყრაზე პირველი მოსმენით გაჩერებულ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტს კენჭი დღეს უყარეს. მას მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა და ამ შედეგით კანონპროექტი ჩავარდა.

შესაბამისად, მუშაობა "ქართული ოცნების" კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით განხილული და მიღებულია.

ოპოზიციის პროექტი მხოლოდ მიმდინარე საქმეებს ეხებოდა. მისი მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი
სამართალდამცავები, რომლებიც უკვე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები