"ლარი მყარდებაო - ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას" - გოცირიძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს
"ლარი მყარდებაო - ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას" - გოცირიძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს
ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს "მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

გოცირიძის თქმით, ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა და ის ეროვნულ ბანკს ხელით უჭირავს.

"ვალის აღება კი არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ
ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია.

რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი
ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ.

ლარი არის მართვით სუნთქვაზე, რის თავისუფალი ცურვა და რა თავისუფალი ყვინთვა? 900 მილიონს რომ გაყიდი და 3 მილიარდს რომ ამოიღებ და ლარი ხელით რომ გიჭირავს ეროვნულ ბანკს. ლარი ხელით უჭირავთ და ამ დროს, ესენი მიდიან და ნასესხებ ფულს, რომელიც ნაშთებში უნდა იყოს და უყურებდეს, რომ ლარი არსად გაექცეთ, მევახშეობას ეწევიან, კომერიცული ბანკების დეპოზიდებზე უდევთ, აპროცენტებენ. მოკლედ, თქვენმა იაფი ფულის პოლიტიკის შეწყვეტამ გაამყარა ლარი, მაგრამ ლარი ისევ გაუფასურდება, თუ იგივე გაგრძელეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერასდროს აანაზარუერებს იმ ზიანს, რაც ქვეყანას არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამო მიაყენა.

"ცუდი მთავრობა ხართ, ცუდად მშაობთ, 10-წლიანი გეგმის გაკეთება გინდათ, როცა 10-დღიანი ვერ გაგიკეთებიათ““, - განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები