ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება
ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება
ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე, მოკავშირეები განიხილავენ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს.

"მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარ
დაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს "მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის".

სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ქსელების მდგრადობა. დღის წესრიგში ასევე შეტანილია წესებზე
დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების ძალისხმევა, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების გზით და პარტნიორების მომზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებით. ლიდერები ისაუბრებენ კლიმატურ ცვლილებებზე და შეთანხმდებიან კიბერ-თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ასევე შეთანხმდებიან ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაზე.

"ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ", - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
13 ივნისი 2021 07:25
კარგად თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ უკრაინა მინიმუმ ნახევრად რუსულია, ისტორიულადაც და დღესაც , წყობით, მენტალობით, ხალხით, ანუ ერით, ეროვნებით, ეკონომიკით და კანონმდებლობით, მართვის სისტემით !ნაწილობრივ ჩვენაც , მაგრამ ჩვენ გრძელი ისტორია გვაქვს , ეს ნატოც ჩვენი ნახლაფორთალია, სხვათაშორის ევროკავშირიც და გაეროც , კი ! ჰოოდა შეგვიშვით , სანამ ჯერ კიდევ ხართ და ჩვენ სხვა რამ არ გვიხლაფორთია , ნუ გეშინიათ , ჩვენ არც გადავშენდებით, გული რომ არ დაგწყდეთ, და არც ისე მოვმრავლდებით, რომ უბედურება გავხდეთ თქვენთვის !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები