დეპუტატის დაკავება-დაპატიმრებაზე, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება - კვირის პალიტრა

დეპუტატის დაკავება-დაპატიმრებაზე, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება

დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება.

ასეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმის 90-მდე გაზრდას პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილბების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ბიუროს ინიცირებისათვის 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19

აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.

"ინტერპრესნიუსი"