"ვფიქრობ, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში"
"ვფიქრობ, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში"
"ვფიქრობ, რომ ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებულ და გამოქვეყნებულ დეკლარაციაშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატო-ს დღევანდელ სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ახლახანს გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ხშირ
შემთხვევაში, პოსტპანდემიურ პერიოდში, შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მხრიდან პირველი ვიზიტები სწორედ აქ, საქართველოსა და ამ რეგიონში განხორციელდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძლიერი მესიჯი ჩვენს თანადგომასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ, ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებულ და გამოქვეყნებულ
დეკლარაციაშიც ნათლად იქნება წარმოდგენილი თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში. დეკლარაციაში აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა, აღინიშნა, რომ განმეორდეს ბუქარესტის სამიტის მიერ აღებული პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ასევე, არის ნათელი გზავნილები რუსეთის მიმართ, რომ მნიშვნელოვანია მის მიერ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომ მან უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ასევე, უზრუნველყოს ჰუმანიტარული კორიდორების საჭიროებისამებრ ფუნქციონირება, რათა ბოლო მოეღოს იმ ტრაგიკულ ისტორიებს, რომელებსაც ჩვენ ახლა ხშირად ვისმენთ. ვფიქრობ, ნატო-დან ნათელი გზავნილი იქნება საქრთველოს მიმართ განგრძობად მხარდაჭერასთან და ნატო-ში საქართველოს როლთან დაკავშირებით და ასევე, გამოთქმული იქნება მადლიერება ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით,"- განაცხადა კელი დეგნანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები