"რაც უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო არაა ნატო-ს სამიტზე" - კვირის პალიტრა

"რაც უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო არაა ნატო-ს სამიტზე"

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ საქართველო არ არის ნატო-ს სამიტზე, ეს ჩავარდნაა, რაც ქვეყნისთვის ცუდია. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს კონკრეტულ სიგნალს და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯით პერსპექტივას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობა.

"პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ სამიტზე. რაც არ უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, რომ ეს არის მოკლევადიანი სამიტი, ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველო არ არის ამ დონის და ამ ფორმატის ღონისძიებაზე. ამიტომ უდავოდ ეს არის ჩავარდნა და არის ცუდი. რაც შეეხება შედეგებს, იმედი მაქვს, არყოფნის მიუხედავად, საქართველო მიიღებს პოზიტიურ სიგნალს და განსაკუთრებული იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური სიგნალი არ იქნება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, რაც ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედი მაქვს ნატო-ს მხრიდან სიგნალი იქნება ასევე კონკრეტულად ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხითაც და საქართველო მიიღებს კონკრეტულ სიგნალს და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯით პერსპექტივას თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობა",- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.