ნატოს სამიტის კომუნიკე:"ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - კვირის პალიტრა

ნატოს სამიტის კომუნიკე:"ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი"

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად, - ამის შესახებ ნატოს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი საგარეო ჩარევის გარეშე“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს წვლილს ნატოს ოპერაციებში.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც საქართველომ განახორციელა და უნდა გაგრძელდეს და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - აღნიშნულია კომუნიკეში .

"ინტერპრესნიუსი"