"ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას" - რა განაცხადა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა? - კვირის პალიტრა

"ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას" - რა განაცხადა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა?

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ალიანსთან მეტი დაახლოების მიზნით ნატო გააგრძელბს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნლისტის შეკითხვაზე თუ რას გააკეთებს ნატო უკრაინის დასახმარებლად, იენს სტოლტენბგერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრიანას პრაკტიკულ დახმარებასა და თანადგომას ჰპირდება.

"ჩვენ დავეხმარებით საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანს უფრო დაუახლოვდნენ“, -განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"