"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს"

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

ზარქუა იმედოვნებს, რომ მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება და აღნიშნავს, რომ კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია.

"მგონია, რომ კახი კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია. არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, სტატისტიკითაც რომ ვიხელმძღვანელოთ, ასეა. ვიმედოვნებ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კახი კალაძე იყოს ისევ მერი, დარწმუნებული ვარ, 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს", - განაცხადა ზარქუამ.