"გიორგი ვაშაძე უშნოდ იყო ატეხილი პარლამენტში, ყველას ეძველბიჭებოდა - ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ" - კვირის პალიტრა

"გიორგი ვაშაძე უშნოდ იყო ატეხილი პარლამენტში, ყველას ეძველბიჭებოდა - ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ"

"საერთოდ არ ვერჩი გიორგი ვაშაძეს. უბრალოდ, პარლამენტში ბოლო დროს უშნოდ ატეხილი იყო, დადიოდა და ყველას ეძველბიჭებოდა - კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.

ელისაშვილი ვაშაძეს ამბიციურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი და იმის ნაცვლად, რომ ვაშაძე ამ ჯგუფს შეერთებოდა, იგივე საკითხზე სხვა კანონპროექტი დააინიცირა.

"გვეუბნება, რატომ დააყენეთ პენსიების საკითხიო. ბოდიში, რომ ხალხზე ვზრუნავთ და ხალხის პრობლემების მოგვარება გვინდა. თუ რამის გაკეთება უნდოდა, გარედან კი ნუ არტყამდა პარლამენტს წრეებს და კი ნუ გვლანძღავდა, რომ შევედით, შემოსულიყო და ჩვენთან ერთად ემუშავა. ვაშაძის პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ამბიციურია. თუ "მოქაჩავს" კარგი იქნება.

ხმამაღლა გვაქვს ნათქვამი, რომ შექმნილი გვაქვს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, პენსიონერების სესხის დაწევასთან დაკავშირებით. კი არ შემოვიდა ამ ჯგუფში, სხვა კანონის ინიცირება მოახდინა. შემოუერთდი რა, ზემოდან კი ნუ იყურები. კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან კი ნუ გვიყურებ და იმაზე კი ნუ ხარ გაცოფებული, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ, პარალელური კანონპროექტი კი ნუ შემოგაქვს. სულ არ გვერიდება ვთქვათ, რომ ირაკლი ზარქუამ დააყენა ჩვენამდე ეს საკითხი, მერე რა?",- განაცხადა ელისაშვილმა.