"ერთ ბედქვეშ არიან გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?" - კვირის პალიტრა

"ერთ ბედქვეშ არიან გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?"

"გახარიას არავინ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით - გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს.

"ერთ ბედქვეშ არიან გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?- ამხელს საკუთარ დანაშაულსაც, ივანიშვილი ამხელს გახარიას? - მაშინ ეს იქით მიუბრუნდება, რადგან მის დავალებებს ასრულებდა. არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ გახარიას აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით, როგორიც არის ანაკლიის დახურვა, არჩევნებში ჩარევა, 20 ივნისის საქმე, შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში იყოს გამოძიებული, მას სჭირდება ობიექტური სასამართლო ან დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც შესაძლებელი იქნება ეს პროცესები იყოს გამოძიებული. გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ, ეშინია "ოცნებას" რომ ერთი-ორი პროცენტი არ წაღლიტოს გახარიამ, მართლა გახარიას კი არ ერჩიან საკუთარ ტყავზე ზრუნავენ, რომ გახარიამ ხმები არ წაართვას, ერთი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესია, საბოლოოდ, ივანიშვილს იმის იმედი ექნება, რომ გახარიასთან როგორც ყოფილ ვეზირთან მოაგვარებს ურთიერთობას,"- განაცხადა გოცირიძემ.