"რეზოლუციის მიღებით გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს"
"რეზოლუციის მიღებით გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთვრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს და ხაზს უსვამს, რომ რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობას უხდის.

"მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის "აფხაზეთიდან, საქართველო და
ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა
უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები