გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა
გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონილ უსაფრთხოებას უკავშირდება.

"ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და
პარტიის გეგმები გააცნო. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები