"რა ქნას, მოშივდა საბრალოს" - კვირის პალიტრა

"რა ქნას, მოშივდა საბრალოს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

"რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში.

არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.