"არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად იმუშავებდა, შეაწუხებდა პარტნიორებს, როგორც უკრაინა აკეთებს"
"არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად იმუშავებდა, შეაწუხებდა პარტნიორებს, როგორც უკრაინა აკეთებს"
"დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში შეიძლება გამწვადეს კიდეც", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დაპირისპირება არსებობს თავისუფალ სამყაროს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პუტინს შორის, გარღვევა არ მომხდარა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დაპირისპირება არსებობს თავისუფალ სამყაროს, მის ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პუტინს შორის, გარღვევა არ მომხდარა, ყველა
პროგნოზი ასეთი იყო, აქ მოულოდნელობა არ არსებობს. ეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში შეიძლება, გამწვავდეს კიდეც.

ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საკითხი საქარველოს ოკუპაციის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობადი
აგრესიის საკითხი არ დგას უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე. დიდი ხანია ასეა და ვერც ამ ეტაპზე მოხერხდა, თუნდაც უკრაინასთან ერთად წამოწეულიყო წინ", - აღნიშნავს ბოკერია.

როგორც ბოკერია აცხადებს, არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

" ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა. არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხზე და სხვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად, მათ შორის, შეაწუხებდა პარტნიორებს, როდესაც აუცილებელია, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი.

უფრო მეტიც, ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს, იმის რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში - საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა",- აღნიშნავს ბოკერია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები