"თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე"
"თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე"
"ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრები დღეს უკიდურესი აგრესიით აღწერენ გიორგი გახარიას, რომელსაც "სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ".

"ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა
წარმომადგენლის განცხადება, განსაკუთრებით კობახიძის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის იმის შეხსენება, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე.

ადამიანები უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ. პრემიერ-მინისტრად აირჩიეს
იმ ამბების შემდეგ, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. მათ შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, პრემიერი იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია.

მნიშვნელობა აქვს, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს, თუ არა. მათი სიტყვა არ დაიჯერება. ივანიშვილი და მთელი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებელი ადამიანები არიან. ადამიანი კურდღელს ეძახის დღეს გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა", - აღნიშნავს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ "ბასიანში" და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო "რბილად", მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე "ტყვიებამდე არ მისულიყო". რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გუნდმა იხილა ღალატი". კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია "გავლენის ქვეშ მოქმედებდა", თუმცა იქვე დასძენს, რომ "არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი".

გარდა ამისა, კობახიძემ 17 ივნისს, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გიორგი გახარიას "კურდღელი" უწოდა.
სოსო
20 ივნისი 2021 16:04
დათვმა, თავის ტყუპისცალ დათვს უთხრა,შე დრუნჩაო.
gio
19 ივნისი 2021 09:40
ეს, რომ ვინმეზე თავხედსა და უტიფარს იტყვის, სადა ხარ ღმერთო, რატომ არ იცინი!
მალხაზ ჯობავა
18 ივნისი 2021 22:11
მუარამ თქვენ ალბათ არ გახსოვთ თუ როგორ დასრულდა კადაფის მმერთველობა და თვითონ კადაფი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები