"ირაკლი კობახიძეს რეიტინგი არ აქვს, მაგრამ არ ვიცი, ვის ჰგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რეიტინგი" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძეს რეიტინგი არ აქვს, მაგრამ არ ვიცი, ვის ჰგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რეიტინგი"

"ირაკლი კობახიძეს არ აქვს რეიტინგი, მაგრამ მე არ ვიცი, ვის ჰგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რეიტინგი", - ასე ეხმიანება ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლების თაობაზე.

მისი თქმით, არავითარ ადგილმონაცვლეობას აზრი არ აქვს. დეკანოიძის თქმით, "თუ ასე ატყუებენ ბიძინა ივანიშვილს, ეს დიდი ტყუილია, რადგან არც ერთს და არც მეორეს რეიტინგი არ აქვს.

"რაც არ უნდა ადგილმონაცვლეობა გააკეთონ, მათ 43 პროცენტის პრობლემა ვერ მოეხსნებათ და ეს იქნება რეფერენდუმი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი ე.წ. რეიტინგული პრემიერი ბატონი გახარია, რომელიც გადადგა და დიდი კრიზისმენეჯერობიდან გადაიქცა ყოვლად საძულველ ადამიანად "ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.