"ნარკომომხმარებლებს საქმე "გავუხურეთ", რამდენად სწორია მათი ავადმყოფებად განხილვა? - იაგო ხვიჩია ნინო ლომჯარიას
"ნარკომომხმარებლებს საქმე "გავუხურეთ", რამდენად სწორია მათი ავადმყოფებად განხილვა? - იაგო ხვიჩია ნინო ლომჯარიას
"ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან ნარკოდანაშაულზე, ნარკოტიკების მომხმარებაზე, რამდენად თვლის სახალხო დამცველი, რომ ეს ადამიანები არიან ავადმყოფები და ზოგადად, რამდენად არიან ნარკომომხმარებლები ავადმყოფები? -ამ შეკითხვით მიმართა "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარადგინა.

იაგო ხვიჩია დაინტერესდა, ნარკოპოლიტის თვალსაზრისით რა დამოკიდებულება აქვს ომბუდსმენის აპარატს ამნისტიის მიმართ.

"რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა? რომ გადავიტანოთ ეს ანალოგია ალკოჰოლზე, ალკოჰოლის მომხმარებლბი ავტომატურად შეგვიძლია
თუ არა ჩავთვალოთ ლოთებად? ზოგადად, ასე უყურებთ თუ არა, როდესაც საქმე ეხება სხვა ტიპის ნარკოტიკს. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა უყურებდეთ,
დავუშვათ უყურებთ, როგორც ავადმყოფებს ამ ხალხს? მე არ ვუყურებ, როგორც ავადმყოფებს. მგონია, რომ ამ ხალხს საქმე "გავუხურეთ", ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევთ, ხან ციხეში ვიჭერთ და დამნაშავებს ვეძახით, იმ შემთხვევაში, როცა მათი დაცვა გვინდა, ავადმყოფებს ვეძახით მათი დაცვის მიზნით, რაც ასევე არასწორი მგონია. ნებისმიერ შემტვევაში მაინტერესებს სახალხო დამცველის აზრი, თუ ამ ხალხს ასე უყურებთ და ისინი ახლა ციხეში სხედან, რა ტიპის ამნისტიაზე იქნებოდა თანახმა სახალხო დამცველი და რა ტიპის ამნისტიაზე დაგვეხმარებოდა პარლამენტის წევრებს, რომლებსაც ეს გვინდა ამ ადამიანებზე, რომლებიც ნარკომოხმარების გამო ციხეში სხედან. მაგალითად, თანახმა იქნებოდით სასჯელის 25%-იან, ნახევრით შემცირებაზე, ან საერთოდ მათი ციხიდან გამოშვებაზე? ზოგადად, ამნისტიის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს სახალხო დამცველს ნარკოპოლიტიკის ნაწილში? თქვენი აზრით, ახლა რა ტიპის საჭიროება არის და რა რეკომენდაციას მოგვცემდით ამ თვალსაზრისით, რა ტიპის ამნისტიაზე უნდა ვიფიქროთ ზოგადად?",-მიმართა ხვიჩიამ ლომჯარიას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები