"ესეც ასე... როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ“ - რას წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში?
"ესეც ასე... როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ“ - რას წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში?
სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ“,- წერს უგულავა.

ამასთან, აღნიშნულ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო სამართლის იურისტი, სანდრო ბარამიძე და წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია გიგი უგულავას შარშანდელი მსჯავრდების საქმეზე.

„სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა „კანონის
საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს“,- წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და
2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

წყარო
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები