"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება"
"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება"
ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი არმაზ ახვლედიანი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნოს, ირაკლი კობახიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

როგორც ახვლედიანი ამბობს, ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია ვინმე იყოს მისი ხელმძღვანელი გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

"ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა,
რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად",- განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე შესაძლოა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის საკითხი განიხილონ, მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები