"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა"
"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა"
უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება,
როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით გულისხმობდა, არსებითი სასამართლო რეფორმის განხორციელებას და რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შეჩერებას. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

"მაშინ, როდესაც სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო,
რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება, პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, ეს ძირს გამოუთხრის 19 აპრილის შეთანხმების როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით ნაწილს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მოხდეს საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც ის მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
20 ივნისი 2021 16:05
არსებულ სამართლის სისტემაში მოსამართლე დიმიტრიც რომ იყოს გელოვანი, მაინც რიგითი მოქალაქის და გადასახადის გადამხდელის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ვერდიქტს პრაკურორი და შსს გამაიტანენ, კუდიცა, სუსიცა და სოდიცა , კიდევ კარგი ალგანს არა აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ ქონების დაცვის პოლიციას ხომაა აქვს !? ქვეყანა ფუნქციონალურად სარეჟიმო რეპრესიულ საექსპროპრიაციოა და მოსამართლეო , 1921 წელს ეწერა კონსტირუციაში მოსამართლე არჩევითიაო , დროის რაღაც პერიოდითო , 1995 წლის კონსტიტუციაში კი ეწერა ესაო იმის ძირითად პრინციპებს ეყრდნობაო და მიშამ და კობახიძემ არაო ! მიშა უნდა გაგვეშვა და კობახიძე არ დაგვეშვა, ვერა ? რო ჰოო ?!
გელა
20 ივნისი 2021 10:38
თქვენი შეშფოთება ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ რომ არ აშფოთებს,დღემდე ვერ მიხვდით?
მერე
19 ივნისი 2021 16:16
შეშფოთება გამოთქვით, მაგაში ღებულობთ ხელფასს.

რუბრიკის სხვა სიახლეები