"ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ შერცხვეს. სერგეი ბოკარევს ექსტრადირება და პუტინის რუსეთის ხელში გადაცემა ემუქრება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ შერცხვეს. სერგეი ბოკარევს ექსტრადირება და პუტინის რუსეთის ხელში გადაცემა ემუქრება"

"ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ არ შერცხვეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა, საქართველოდან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერის სერგეი ბოკარევის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბოკარევთან დაკავშირებით, როგორც საზოგადოება ასევე ყველა საერთშორისო ორგანიზაცა უნდა იყოს ინფორმირებული, რათა გამოირიცხოს ყველა რისკი, რომ ასეთი "საქართველოს მთავრობამ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგას".

"ბოკარევი არის ადამიანი, რომელმაც წლების წინ თავის სამშობლოში ჩათვალა საჭიროდ, რომ სამოქალაქო პოზიცია დაეფიქსირებინა და ღიად გამოეხატა ფინანსური მხარდაჭერა ნავალნის ორგანიზაციის მიმართ. შემდეგ ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის საერთშორისო პოლიტიკა უკრაინასა და საქართველოსათან მიმართებაში. მან თქვა, რომ ამ პოლიტიკის ფასს იხდიან ჩვეულებრივი მოქალქეები რუსეთის სანქციების შედეგად. ამას ჯერ ფინანსური პრობლემები მოჰყვა მის ბიზნესში მთავრობის მითითებით, შემდეგ მოწოდება მის მიმართ, რომ საჯაროდ უერყო პოზიციები. როცა მან ამაზე უარი განაცხადა . მის მიმართ დაიწყო დევნა. ის იყო დაკავებული თაღლითობის მუხლით. ეს არის ტრადიციული მეთოდი რუსეთში ბიზნესმენების მიმართ. მხოლოდ გამართლების და გირაოს გათავისუფლების შემდეგ მან მოახერხა რუსეთის დატოვება და საქართველოში შემოსვლა.

2018 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას აკავებენ და 9 თვე წინასწარი პატიმრობის საკანშია, რუსეთის მხრიდან მოთხოვის საფუველზე. ამის შემდეგ პირველი ინსტაციის სასამართლოში მან მოპოვა წარმატება და უარი ეთქვა რუსეთის ექტრადაციაზე. დღესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს მის დევნას და ხვალ არის მისი სასამართლო. ჩვენი ხელისუფლების წარმატების შემთხვევაში მას ემუქრება ექტსტრადირება და გადაცემა პუტინის რუსეთის ხელში. არის დოკუმენტი რითაც საქართველოს ხელისუფლება ასაბუთებს რატომ არის მისაღები ჩვენი მთავრობისთვის პუტინის რუსეთისთვის მისი პოლიტიკური საზოგადოებრივი ოპონენტის გადაცემა. დოკუმენტში ნახავთ როგორ დადებითად არის შეფასებული ჩვენი მთავრობის ვერსიით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ადამიანის უფლებების მდგომარეობა, სამართლის უზენაესობის მდგომარეობა და ციხეებში ვითარება პუტინის რუსეთში.

მთავრობამ ამოკრიბა უაღრესად კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიტიური მონაკვეთები და ამაზე დაყრდნობით ამართლებს იმას, რომ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა პრინციპულობა და არ შეიცვლა პოზიცია ,უნდა გადაეცეს პუტინის რუსეთს ხელში. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანის ბედთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმურებული, ისე ვიზრუნოთ იმაზე , რომ ყველა საერთშორისო ორგანიზაციში ეს ინფორმაცია იყოს წასული, რომ ყველა რისკი გამოირიცხოს იმის, რომ ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგას საქართველოს მთავრობამ. ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ არ შერცხვეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით" , - განაცხადა ბოკერიამ.