"მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ ქართული თეატრის, ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთში"
"მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ ქართული თეატრის, ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთში"
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქართული თეატრის და მისი ინტელექტუალური დონის დემონსტრირება რუსეთის ფედერაციაშიც უნდა მოხდეს. ამის შესახებ ვოლსკიმ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსული პოლიტიკური სტრატეგია კულტურულ ინტერვენციას წინ შესაძლოა, იმიტომ არ უდგება, რომ მისი სტრატეგიისთვის მოსახერხებელია.

"რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ
საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, არა მხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რომ საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე. გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და
მათი ელიტა - სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ან საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას. გარდა ამისა, არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს "თამაშის დასასრული" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები