"სხვა დროს აღარც გაბედოთ. აღარც იკადროთ"- რატი იონათამიშვილი და შალვა შავგულიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"სხვა დროს აღარც გაბედოთ. აღარც იკადროთ"- რატი იონათამიშვილი და შალვა შავგულიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრს რატი იონათამიშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა შავგულიძეს შორის მოხდა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რატი იონათამიშვილმა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებს მიმართა, რაზეც შალვა შავგულიძემ განაცხადა: „მოდით, ახლა ფორმალობებს ნუ იგონებთ, რადგან პასუხი ვერ მოვისმინეთ“, რაზეც რატი იონათამიშვილმა შავგულიძეს ურჩია, რომ მსგავს ტონში არ ესაუბრა.

„ამ ტონალობაში ჩემთან არ გეკადრებათ ლაპარაკი და სხვა დროს აღარც გაბედოთ. აღარც იკადროთ, ეს იქნება ჩემი თხოვნა, რადგან ყოველ ჯერზე გავითვალისწინე და თქვენი მოსაზრება დაგაფიქსირებინეთ. ახლა გთხოვთ მომისმინოთ“, - მიმართა შავგულიძეს იონათამიშვილმა.

შალვა შავგულიძემ კი იონათამიშვილს ტონი დაუწუნა.

„მოდით, ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ ეგეთი ლაპარაკი. ვისთანაც გილაპარაკიათ და ვისაც მოუსმენია თქვენი ასეთი მენტორული ტონი და თითი ჩაწიე კიდევ“, - მიმართა შავგულიძემ, რაზეც იონათამიშვილმა უპასუხა, რომ „კიდევ უარესს კადრულობდა“.

„მაგის გამო უფრო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა და დასძინა: „დამშვიდდით, არაფერი ასაღელვებელი არ არის, ეს უკვე ნიშნავს, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და შალვა შავგულიძეს მიმართა, რომ რატი იონათამიშვილთან მიმართებაში შავგულიძე "წყობიდან გამოვიდა".

"ინტერპრესნიუსი"