გიორგი გახარია აშშ-ში ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა
გიორგი გახარია აშშ-ში ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ანალიტიკოსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის "ჰარიმანის ინსტიტუტის" ასოცირებულ პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები