"ბევრი უსამართლო ხდება. თქვენ გახდით მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალაქეებს - ყოველთვის თქვენი მტერი ვიქნები, სანამ..."
"ბევრი უსამართლო ხდება. თქვენ გახდით მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალაქეებს - ყოველთვის თქვენი მტერი ვიქნები, სანამ..."
"ძალიან ბევრი უსამართლო ხდება. თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალაქეებს - ყოველთვის თქვენი მტერი ვიქნები, სანამ ამ ჩაგვრას გააგრძელებთ საქართველოში", - ასე მიმართა "ქართულ ოცნებას" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დატოვებს და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

"კახა კალაძეს ალბათ, ყველა იცნობთ, ხომ?! ქალაქ თბილისის მერი რომ არის ჯერჯერობით და დარწმუნებული ვარ, არ უნდა იყოს თბილისის მერი
იმიტომ, რომ მინდა ვისაუბრო 43 მილიონიან სქემაზე, რომელიც მან მოპარა კონკრეტულ ადამიანებს და გადაიდო ჯიბეში, ან ვიღაცას გაუნაწილა. საქმე ეხება ყვითელ და ლურჯ სამარშრუტო ტაქსებს. ლურჯი "მარშუტკების" მძღოლების ხელფასი 800 ლარია, ყვითელი "მარშუტკების" მძღოლების ხელფასი 1500 ლარი, ყვითელ "მარშუტკებს" ჰყავდათ მეიჯარეები, რომლებიც ყოველთვიურად სამარშრუტე ტაქსს
უვლიდნენ და თან 800 ლარი შემოსავალი მიჰქონდათ სახლებში და ყვითელ "მარშუტკებს" ჰყავდათ თავისი ე.წ დისპეჩერები, რომლებიც 700-800 ლარს შოულობდნენ. ჯამურად მოხდა ისე, რომ დისპეჩერების ფული გაქრა, ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ხელფასი 1500-დან 800 ლარამდე შემცირდა და ამასაც არ უხდიან, ხოლო მოიჯარეები საერთოდ ამოაგდეს ამ ბიზნესის მექანიზმიდან და მერიამ კონკრეტულ კომპანიას ლურჯი "მარშუტკები" გადასცა მართვაში და თქვა, რომ მეიჯარეებმა და მძღოლებმა კი არ იშოვონ თანხა, აი, ამ კომპანიამ წაიღოს ეს ყველაფერიო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს იმ შლეიფით არის, თითქოს ადგილობრივი ტრანსპორტი რომ უნდა გავაუმჯობესოთ. საბოლოო ჯამში რა ხდება? - დავთვალეთ, რომ ყოველწლიურად ბატონმა კახა კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს და გადაანაწილა სადღაც - დარწმუნებული ვარ, თვითონაც წილის გარეშე არ დარჩებოდა. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა. 5 000-მდე ოჯახი რჩება უბრალოდ მშიერი და კახა კალაძემ ჯიბიდან ამოუღო 43 მილიონი ლარი მათ. მე ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ და ყოველთვის ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", პირადად ჩვენი ფრაქცია ვიქნებით ყველა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ვამხელთ ყველა კორუმპირებულს, ვამხელთ ყველა ადამიანს, ვინც ფულს პარავს საქართველოს მოქალაქეებს და არც ერთი წამით უკან არ დავიხევთ.

გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ საპენსიო კანონი და ძალიან ვწუხვარ, რომ ბედნიერი იყო "ქართული ოცნების" დეპუტაცია, რომ მხარი არ დავუჭირეთ ვაშაძის კანონსო. ვაშაძის კანონი კი არ არის ის - ეს არის პენსიონრების კანონი, რომ ძარცვა გაჩერდეს "ლიბერთი ბანკის" მხრიდან და თქვენ, გუშინ მხარის არდაჭერით გააგრძელეთ პენსიონერების ძარცვის პროცესი, ისევე როგორც სამარშრუტო ტაქსების მეიჯარეები მშივრები დატოვეთ, ისევე როგორც მძღოლებს ხელფასი შეუმცირეთ, ისევე როგორც ჭიათურის მაცხოვრებლებს პირის ამოკერვა უწევთ იმისთვის, რომ ელემენტარული ზიანი აუნაზღაურდეთ. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება. თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალქეებს - ყოველთვის თქვენი მტერი ვიქნები, სანამ ამ ჩაგვრას გააგრძელებთ საქართველოში", - განაცხადა ვაშაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები