"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე?"
22-06-2021
"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე?"
"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს იმი­სათ­ვის, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე? რო­დე­საც ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დამ ტან­ზე გა­და­ივ­ლო ბენ­ზი­ნი და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, ხვალ, ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ოჯა­ხის მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავ­
და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის 3 მო­ქა­ლა­ქე და ერთ დღე­ში უპი­რო­ბოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. არც უფიქ­რია, რომ ეს სამი მო­ქა­ლა­ქე გა­ეც­ვა­ლა თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში - ტყვე გა­ხე­ლა­ძე­ში ან ბეს­ტა­ევ­ში. ასე უბ­რა­ლოდ, გა­და­წყვი­ტა, რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი წუ­ხი­ლი ჰქო­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­ლა­ვენ მო­ქა­ლა­ქეს ოთხო­ზო­რი­ას, ასე­ვე გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა,
რო­მელ­საც თვი­თონ აქვს თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვით მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში, რო­დე­საც იტა­ცებ­დნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს და ტო­მა­რა გა­დაც­მუ­ლი მუხ­თარ­ლი გა­დას­ცეს შემ­კვეთს. ასე­თი ურე­პუ­ტა­ციო ქვე­ყა­ნა მა­ღა­ლი რან­გის შეხ­ვედ­რებ­ზე ვერ და­ა­ყე­ნებს ზაზა გა­ხე­ლა­ძის სა­კითხს. ეს ჩვენ ვი­ხი­ლეთ კი­დეც, რო­დე­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის და მტე­რი ქვეყ­ნის შეხ­ვედ­რი­სას არა­თუ გა­ხე­ლა­ძის სა­კი­თხი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლიც კი არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა. რა ქნას, უსა­სო­ოდ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლად დარ­ჩე­ნილ­მა ოჯახ­მა?!

ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც არ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი გა­ხე­ლა­ძის მშობ­ლე­ბი მა­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აპი­რე­ბენ ჩა­ბარ­დნენ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს. აქ­ცია, რომ­ლის გა­მარ­თვა­საც ხვალ აპი­რე­ბენ და რო­მელ­საც მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი შე­ვუ­ერ­თდე­ბით, არ გახ­ლავთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, მტერ­თან ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, ეს აქ­ცია მი­მარ­თუ­ლია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც არ აღ­მო­აჩ­ნდა ძალა ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის მქო­ნე სა­კი­თხი დაძ­ლი­ოს, მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე სახ­ლში და­აბ­რუ­ნოს. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვე­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს იმი­სათ­ვის, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე? რო­დე­საც ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დამ ტან­ზე გა­და­ივ­ლო ბენ­ზი­ნი და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი და ეს არის პა­ტი­ვაყ­რი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი ძალა არ გა­აჩ­ნია. არ ყოფ­ნის ძალა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­სათ­ვის, რომ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები