"სამარცხვინო განცხადებაა, კატასტროფა", - თაკო ჩარკვიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

"სამარცხვინო განცხადებაა, კატასტროფა", - თაკო ჩარკვიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა

თაკო ჩარკვიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა.

ჩარკვიანის გაღიზიანება გია ვოლსკისა და ბექა დავითულიანის განცხადებებმა გამოიწვია, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით თქვეს, რომ წინა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

ჩარკვიანმა სცადა, მათთვის გამოსვლის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა და როგორც განაცხადა, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"სამარცხვინო განცხადებაა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს არის კატასტროფა - არ შეიძლება ასეთი განცხადება საქართველოს პარლამენტში კეთდებოდეს. ომი საქართველოს არ დაუწყია!", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სესიაზე, "ქართული ოცნების" წევრების მისამართით.