ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს - "ნუ კივით, დავიტანჯე"
22-06-2021
ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს - "ნუ კივით, დავიტანჯე"
"მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი მათ, ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? ნუ კივით, დავიტანჯე", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.

თაკო ჩარკვიანმა ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გაარიტიკა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩარკვიანის ეს კრიტიკა კი ბექა დავითულიანის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ მიღებულ რეზოლუციას უკავშირდება.

"იყო ოკუპაცია ნახსენები და მთელი რიგი საქართველოსთვის მომგებიანი საკითხები, მაგრამ მიიღეთ თქვენც ეს სიმართლე და შეეგუეთ, რომ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა წერებულიყო და თქვენ ხელი მოაწერეთ. რომ არ მოგეწერათ, რა - რეზოლუციას ხმები არ ყოფნიდა და ვერ გავიდოდა? ამიტომ, როცა ჩვენ გვთხოვთ რაღაცებზე
შეგუებას, რაღაც რეალობებს თქვენც შეეგუეთ, მოვრიგდეთ რაღაც სიმართლეებზე და მერე დავიწყოთ ერთმანეთის კრიტიკა, ამ სიმართლეებზე თუ არ მოვრიგდით, თქვენ ალთას ხართ, ჩვენ ბალთას, ერთი სხვა რეალობაში ცხოვრობს, მეორე სხვა რეალობაში. რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა რომ ცუდია და მინიმუმ შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი. შეცდომები არ მოგვდის? - რა თქმა უნდა, მოგვდის და შეიძლება უარესებიც გვქონდეს", - მიმართა ოპოზიციას დავითულიანმა.

ამ განცხადებასთან დაკავშირები თაკო ჩარკვიანმა მას დარბაზიდან მიმართა რეპლიკით, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, რაზეც დავითულიანი დაეთანხმდა, რომ არ დაუწყია და ამას აბრალებდნენ, ხოლო "ამაზე რომ ხელი მოაწერეს, ეს არის საშინელება."

"ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო... ნუ ნერვიულობთ, მე არ მითქვამს რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? მაგას ხელი მოაწერეს და მოაწერეს ტყუილს. ვინც ამას ამბობს ის არის დასასჯელი და გიზით გვერდით და ნუ კივიხართ, დავიტანჯე. შეეგუეთ იმას, როცა სიმართლეს გეტყვიან. ნამდვილად სირცხვილია როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, დიდი სირცხვილია და არავის აქვს უფლება ეს ქვეყანას დააბრალოს,"- განაცხადა დავითულიანმა.

იხილეთ ვიდეო:

alzo
22 ივნისი 2021 17:24
გამოაქვეყნეთ "საზავო" ხელშეკრულების ზუსტი ტექსტი და დამთავრდება (?) ამ თემაზე ლაპარაკი!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?