"თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და "ოცნება" დარჩებით მარტო"
"თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და "ოცნება" დარჩებით მარტო"
"თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და "ქართული ოცნება" დარჩებით მარტო", - ეს განაცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ლელოა - პარტნიორობა საქართველოსთვის" სახელით მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო არის ფიქცია.

"ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში
დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ - არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ქვეყანას ყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ
იმართება და არის პოლიტიზირებული. თავს არავის მოგატყუებინებთ! ჩვენი შვილები და მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები