კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე:" დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი" - კვირის პალიტრა

კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე:" დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი"

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყოს პროგრესი.

„ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, როგორიც არის ევროკავშირის სადამკვირებლო მისია, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სატელეფონო ცხელი ხაზი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნაში დასდო ბრალი და 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"