" შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი"
" შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი"
შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ.

მისი თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სასაცილო იქნება.

"სერიოზულად როგორ ვუპასუხო "ქართული ოცნების" შემოთავაზებულ დღის წესრიგს, სადაც საუბარია იმაზე, რომ გახარიას თურმე სააკაშვილი მართავს, მეტიც, თურმე ამ წლების განმავლობაში, რაც გახარია პრემიერ - მინისტრი და
შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე, სააკაშვილი მართავდა ამ ადამიანს. მე მგონია, რომ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როცა "ქართულ ოცნებას" ასეთი ფორმით უნდა, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი, ბატონი კობახიძე და ანრი
ოხანაშვილი. ამ თემაზე სერიოზული კომენტარი, რომ გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებიან და სააკაშვილის მართულია გახარია, ცოტა არ იყოს სასაცილოა. უფრო მგონია, რომ გახარიას მოქმედებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. გაწმენდით სამუშაოებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები