"საარჩევნო კოდექსში" ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
"საარჩევნო კოდექსში" ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
"საარჩევნო კოდექსში" ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია - შეიძლება არის პატარა საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრი არსებობს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, რომელსაც დღეს მეორე მოსმენით განიხილავს პარლამენტი, მინიმუმდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას უშუალოდ არჩევნების დღეს.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ შემოდის სავალდებულო 10 პროცენტიანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რის მიხედვითაც დაშვებული
იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში, ეს დააზღვევს "კარუსელებს" და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. არის რიგი ჩანაწერები, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას. გარდა ამისა, არის უამრავი სხვა ცვლილებება, რაც საარჩევნო დღეს გახდის ბევრად გამჭვირვალეს. წინასაარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად, რაც დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ზეწოლასთან.
ამაზე დამატებით ჩვენ უნდა ვიფიქროთ ოპოზიციურმა პარტიებმა, რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ", - განაცხადა იოსელიანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები