"გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და პარლამენტიდან მიდიოდა, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს" - კვირის პალიტრა

"გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და პარლამენტიდან მიდიოდა, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს"

"გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს - არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხოლო "მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ სასამართლო მოსამართლეების გარეშე უნდა დარჩეს".

"მამუკა ხაზარაძე ყოველდღიურად ახალ - ახალი ინიციატივებით გამოდის, გუშინ ბატონი მამუკა ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს და წარმოუდგებელია, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აპირებ, როგორ უნდა შექმნა საგამოძიებო კომისია. ამიტომ არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები.

ჩვენ "ქართული ოცნება" პირნათლად და ზედმიწვენით ვასრულებთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც გაწერილია მიშელის დოკუმენტში. შეთანხმებაში არსად წერია, რომ სასამართლო უნდა დაიხუროს და დარჩეს მოსამართლეების გარეშე. დიახ, შეჩერდა პროცესი, ორი კვირის განმავლობაში, ნახეთ, ახალ კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ განაცხადები, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და გავატარეთ კანონმდებლობაში. ამდენად, მთელი რიგი საკითხები, რაც მიშელის დოკუმენტში იყო, პრაქტიკულად არის შესრულებული,"- განაცხადა ღუდუშაურმა.