"ჯარიმების ჩამოწერაზე ინიციატივა "ნაცმოძრაობამ" გუშინ დაარეგისტრირა - ვისაც არ გადაუხდია ჯარიმა, უნდა ეპატიოს და ვინც გადაიხადა, თანხა უნდა დაუბრუნდეს" - კვირის პალიტრა

"ჯარიმების ჩამოწერაზე ინიციატივა "ნაცმოძრაობამ" გუშინ დაარეგისტრირა - ვისაც არ გადაუხდია ჯარიმა, უნდა ეპატიოს და ვინც გადაიხადა, თანხა უნდა დაუბრუნდეს"

"ჯარიმების ჩამოწერაზე ინიციატივა "ნაცმოძრაობამ" გუშინ დაარეგისტრირა - ვისაც არ გადაუხდია ჯარიმა, უნდა ეპატიოს და ვინც გადაიხადა, თანხა უნდა დაუბრუნდეს"

"წარმოუდგენელია არათანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ადამიანები, ვინც გადაიხადა ჯარიმები და ვისაც არ გადაუხდია - ვისაც არ გადაუხდია, უნდა ეპატიოს და ვინც გადაიხადა, ეს თანხა უნდა დაუბრუნდეთ",- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის განცხადებას პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების გაუქმების თაობაზე.

მისი თქმით, ეს ინიციატივა ჯარიმებთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ დაარეგისტრირა.

"შესაბამისად, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომ მომხდარიყო ამ ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმება და ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლებრივ საქმეებად რომ იქცა ამ ჯარიმების გადაუხდელობა და ათეულობით ადამიანზე განმეორებით დარღვევის გამო რომ სისხლის სამართლოს საქმე აღძრეს, ვფიქრობთ, რომ ესეც უნდა შეჩერდეს. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ ასევე იმ საკითხზე, რომ ვინც გადაიხადეს ეს ჯარიმა, მათზეც გავრცელდეს და ეს თანხა დაუბრუნდეთ უკან,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"