"მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ?!" რა თქმა უნდა, მე ქალებსაც წარმოვადგენ!"
"მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ?!" რა თქმა უნდა, მე ქალებსაც წარმოვადგენ!"
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული ნორმის კორექტირებით შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება და მიღებული გადაწყვეტილებით ნორმა არ უარსედება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათის საგანია საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლის ცვლილება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ საარჩევნო სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ნაცვლად, პარტიას ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა მოეთხოვება.

“არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს
კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ?! მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ?!“ რა თქმა უნდა, მე ქალებსაც წარმოვადგენ! წარმოვადგენ ყველას - მე გახლავართ ქალიშვილის მამა.

ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც გენდერული კვოტირების ნორმა შემოიღო, “ქართული ოცნებაა“.
მიზანი არის ქალთა უკეთესი წარმომადგებლობა საკრებულოებში. დღევანდელი მდგომარეობით, საკრებულოებში 13% ქალია. კვოტა - ყოველი მეორე, უზრუნველყოფდა იმას, რომ 13%, 20%-მდე გაზრდილიყო. გენდერული კვოტირების ყოველი მესამეთი შეცლით, მათემატიკურად არაფერი იცვლება და ზუსტად იგივე რჩება - ასევე მინიმუმ 20% იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები