"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია"- ალეკო ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია"- ალეკო ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
რომ ვთქვით, ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ - თქო, ყველა დაგვცინოდა - კონსენსუსით მივიღებთ ქვეყნის უკეთესი მომავლის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტით არჩევნების დღეს ყველანაირი მანიპულაცია იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა, ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში, ვერ აგვარებს.

"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია. მე და
ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი "ქართულ ოცნებასთან" და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ - თქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში. ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე
მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები