IPN - ფოტოქრონიკა - კვირის პალიტრა

IPN - ფოტოქრონიკა

გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ მოწოდებულ ფოტომასალას, რომელთა აღწერითაც შევეცადეთ გადმოგვეცა ამ დღეების ქრონიკა.

21-22 მაისი საკმაოდ დაძაბული იყო.

ვნახეთ უმოწყალო ცემა-ტყეპაც და სოლიდარობის უპრეცედენტო ფაქტებიც. აშკარაა, რომ ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობაა და ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა განიმუხტოს, რაზეც პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება. როგორ მოხდება ეს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ვნახავთ. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და მოვლენებიც ისე განვითარდება, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება.

KvirisPalitra.Ge21 მაისს, როგორც იყო დაანონსებული, "სახალხო კრების" მომხრეები საქართველოს ორ ქალაქში შეიკრიბნენ - თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ბათუმში, ერას მოედანზე. ორივე ქალაქში მომიტინგეები მოედნიდან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით ტელევიზიებისკენ გაემართნენ. ოღონდ ბათუმში, თბილისისგან განსხვავებით, ეს მაინცდამაინც მშვიდობიანად არ დამთავრებულა.

“აჭარის ტელევიზიასთან მისულმა მომიტინგეებმა  ტელევიზიის ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცეს მოსაფიქრებლად, რომ მათთვის პირდაპირი ეთერი დაეთმოთ. შემდეგ, სახელისუფლებო არხების მტკიცებით, მომიტინგეებმა ტელევიზიის ფანჯრები ჩაამტვრიეს, "სახალხო კრების" თქმით კი, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს მოულოდნელად დაესხა თავს. ასე იყო თუ ისე, ბათუმში აქცია დაარბიეს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

თბილისში "სახალხო კრების" აქცია 22 მაისის დილამდე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. გამთენიისას კი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სერიოზული ინციდენტი მოხდა. კერძოდ, "სახალხო კრების" აქტივისტებმა "ფოლკსვაგენ ჯეტას" მარკის ავტომანქანას, რომელშიც პოლიციელები ისხდნენ, ალყა შემოარტყეს და დროშის ტარებით მანქანის დალეწვა დაიწყეს, თუმცა პოლიციელებმა გაქცევა მოახერხეს.

KvirisPalitra.Ge"სახალხო კრების" წარმომადგენლების თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელებმა ერთ-ერთი აქტივისტის გატაცება (მოპარვა) სცადეს. შსს-ს ვერსიით კი, ნასვამი მომიტინგეები პოლიციელებს მოულოდნელად დაესხნენ თავს.

მალევე აქციის მონაწილეებს რამდენიმე ჯიპი მიუახლოვდა, რომლებშიც სპეცრაზმელები ისხდნენ. მათ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დაუშინეს.

აქციის მონაწილეებს სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათ და ტელევიზიის მხარეს დაიხიეს.

KvirisPalitra.Geმოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს გამოყენებული გაზის ბალონები, რეზინისა და პლასტმასის ტყვიები.

სპეცრაზმის შეტევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რამდენიმე კი შოკურ მდგომარეობაში იყო.

KvirisPalitra.Geსასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის სამი პოლიციელი იყო.

დაშავდნენ შემთხვევითი გამვლელებიც.

საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაზიანებულა. უმრავლესობა საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაეწერა.

KvirisPalitra.Geამ ინციდენტის შემდეგ აქცია არ დაშლილა. "სახალხო კრების" ლიდერებმა ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხზე ბანდიტური თავდასხმა განახორციელა და მწარე პასუხი მიიღო. მისი თქმით, თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, პასუხი კიდევ უფრო მწარე იქნება. ბურჯანაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დადგნენ ხალხის გვერდით.

KvirisPalitra.Geაქციაზე სიმშვიდე მალევე დაირღვა, ცოტა ხანში მასობრივი ჩხუბი ატყდა.

ადამიანები ერთმანეთს დროშის ტარებით ურტყამდნენ. ჩხუბისას ქვებსაც იყენებდნენ.

რამდენიმე მოქალაქეს თავიც გაუტყდა. სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

KvirisPalitra.Geსახელისუფლებო პროპაგანდის მტკიცებით, აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაერივნენ. "სახალხო კრების" მტკიცებით კი, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროვოკატორებმა ხილიანის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს ცემა დაუწყეს.

მათი თქმით, პროვოკატორები პლასტმასის ჯოხებით შეიარაღებული გადაცმული პოლიციელები იყვნენ.

ჩხუბისას რამდენიმე მანქანიდან აქციის მონაწილეებს ქვებსაც ესროდნენ. ორივე ინციდენტის შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ადამიანი მოხვდა.

KvirisPalitra.Geაქციის მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა ხელში ჩაიგდეს. მანქანებში ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლები იპოვეს. ცნობისთვის, თუ ადამიანს ასეთი ბოთლი თავში მოხვდა, შესაძლოა, მძიმედაც დაშავდეს. ჩხუბისას რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების მანქანაც დაიმტვრა.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიასთან მობილიზებულ საპატრულო პოლიციას მოჩხუბრების გაშველება არც კი უცდია.(?!)

KvirisPalitra.Geჩხუბიდან რამდენიმე წუთში ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე და პარლამენტის ყოფილი სპიკერის უფროსი ვაჟი ანზორ ბიწაძე გამოჩნდნენ.

ისინი დროშის ტარებით იყვნენ შეიარაღებული. მამა-შვილმა მხლებლებთან ერთად აქციის ადგილის გაკონტროლება დაიწყეს.

მოგვიანებით, მათ სხვებიც შეუერთდნენ. "სახალხო კრების" წარმომადგენლების განცხადებით, მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, რომ აქციაზე წესრიგი საპატრულო პოლიციამ დაიცვას, მაგრამ ვინაიდან სამართალდამცველები თავის მოვალეობას არ ასრულებენ, მათი თქმით, წესრიგის დაცვა თავად უწევთ.

KvirisPalitra.Geქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - ოპონენტები შერიგდნენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დარბევები დაიწყეს, "ქართულმა პარტიამ" მომხრეებს 25 მაისს ავლაბრის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ლევან გაჩეჩილაძე და მისი ძმა "უცნობი" კი 25 მაისს არ დაელოდნენ და მოულოდნელად აქციაზე გამოჩნდნენ, რასაც მომიტინგეების ოვაციები მოჰყვა.

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გულისთვის ყველაფერს ივიწყებს და ნინო ბურჯანაძე გადაკოცნა. მოგვიანებით, აქციას "ქართული პარტიის" სხვა ლიდერებიც შეუერთდნენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორები, საზოგადოებას აქტიურობისაკენ და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.