"ქართული ოცნება" გვესაუბრება 10-წლიან გეგმაზე, როდესაც 9-წლიანი სიღარიბეა ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" გვესაუბრება 10-წლიან გეგმაზე, როდესაც 9-წლიანი სიღარიბეა ქვეყანაში"

"წარმოუდგენელია, "ქართული ოცნება", რომელსაც არაფერი არ აქვს სათქმელი ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, მოდის პრემიერ-მინისტრის სახით და გვესაუბრება 10-წლიან გეგმაზე, როდესაც 9-წლიანი სიღარიბეა ქვეყანაში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაღალი თანამდებობის პირს და მმართველი გუნდის წარმომადგენელს, პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ესაა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა გადააყენა თანამდებობიდან რამდენი წლის წინ და შემდეგ მეორედ დაბრუნდა. თვითონ ივანიშვილი საუბრობდა, რომ მეტი ვერაფერი გააკეთა და თავის თავი ამოწურა. ამიტომ, მასაც, როგორც მაღალი თანამდებობის პირს, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყანაში უმძიმეს მდგომარეობაზე",- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშით წარდგება.