"გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც..."
"გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც..."
რამდენიმე მოწვევის ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის რომ იბრძოლებს, ამას თავად ადასტურებს. ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივებმა სთხოვეს. ამ თანამდებობას ბატონი თამაზი 2020 წელს იკავებდა. თიანეთის მერის თანამდებობა მაშინ თავისი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა იმ იმედით, რომ ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატი არჩევნებს რეგიონში მოიგებდა, მაგრამ "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულმა ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, თამაზ მეჭიაურმა, ამჯერად გ
ამარჯვება ვეღარ შეძლო. ის ამის მიზეზად არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ასახელებს. მაშინ ამბობდა, რომ ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ახლა ისევ აპირებს, გახდეს თიანეთის მერი. არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა და დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლოს.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პარლამენტარი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას
პარტიაში გაწევრებას გეგმავს და შესაძლოა ის ამ პარტიაში აღმოჩნდესო. იმასაც ამბობენ, უკვე შეხვდა ყოფილ პრემიერსო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ბატონ თამაზთან ვცადეთ. მან კატეგორიულად უარყო თიანეთში გავრცელებული ეს ინფორმაცია.

თამაზ მეჭიაური:
- არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, ეს არ არის სიმართლე. ცუდია თუ კარგია, მე ჩემი პარტია მაქვს და არ მჭირდება სხვა პარტიის სახელით კენჭი ვიყარო. გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. მაშინ ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი მეთოდით იბრძოდნენ. კერესელიძე მათი კანდიდატი და მათი რჩეული იყო, ამ ამბების შემდეგ როგორ შეიძლება მე აღმოვჩნდე გახარიას პარტიაში. ვინ მოიტანა ეს ამბავი და საიდან გავრცელდა, არ ვიცი. არც იგეგმება მსგავსი არაფერი, ტყუილია.

(სპეციალურად საიტისთვის)

ზურა
09 ივლისი 2021 10:17
დაბა სიონის მიწები სულ გაყიდულა,ხომ არ ხართ საქმის კურსში??ახლაც დახლიდარობენო ამბობენ!
თიანეთს
08 ივლისი 2021 15:50
რატომ უშვებთ მაღაზია-აფთიაქებში პირბადის გარაშე?
otari
08 ივლისი 2021 15:03
გახარიასთან ნორმალური კაცი (არც ქალი) არ ითანამშრომლებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები