"მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი" - კვირის პალიტრა

"მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი"

"მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება იგეგმებოდა, რა დროსაც საპოლიციო ძალების გამოყენება უნდა მომხდარიყო.

"კითხვები დაისვა, რა შეხება ჰქონდა ლგბტ თემს და მათ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო "სირცხვილია", რომელიც აბსოლუტურად და სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით.

რაც მოხდა, ბუნებრივია, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს - ევროპის შუაგულში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და არამხოლოდ - ყველგან. ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაცია-დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ.

ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას ვუთხარით, რომ მათ შორის ჩვენ პარტიონი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოში, სადაც ხდება ძალადობა და კრიმინალი, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ გარანტიას ვიძლევი, ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: