"ლევან ვასაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი" - კვირის პალიტრა

"ლევან ვასაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი"

"გულახდილად რომ გითხრათ, ლევან ვასაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი, რომელიც არ მალავს", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოძრაობა "ერის" ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ვასაძის განცხადებები არის რუსულ სპეცსამსახურებში მოგონილი "საზიზღარი აზრი".

"გასაგებია, რომ მისი განცხადებები არის ისრების გადმოტანა და შეტევა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებზე, ჩვენს გულწრფელ მეგობრებზე. ვასაძის განცხადებები არის რუსულ სპეცსამსახურებში მოგონილი საზიზღარი აზრი. რეაგირება ის უნდა იყოს, რომ ვასაძისნაირმა ადამიანმა ხმა არ უნდა ამოიღოს არჩევნებზე",- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის "პრაიდის" დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი - არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა".

"ინტერპრესნიუსი"