პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა - კვირის პალიტრა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა.

რამდენიმე წუთის წინ მათ თავმჯდომარის ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და რიგ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირებაა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, მათ შორის არიან ვატო წერეთელი და ვახო სანაია.

მათთან ერთად იმყოფებიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.