"უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა - კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად" - კვირის პალიტრა

"უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა - კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად"

ეს კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად. უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც სხდომათა დარბაზში დაპირისპირება და ხმაურია.

როგორც ხარაზაძემ აღნიშნა, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

"ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრის. ის მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ საზოგადოება დააპირისპიროს. ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, რაც იყო 5-ში, რაც იყო ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში, ეს კრიმინალური აზროვნება, ეს გამთიშველი ადამიანი უნდა მოშორდეს ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად. უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა, ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდეს წყნარ მდგომარეობას. ეს არ არის ნორმალური. თავდასხმები დეპუტატებზე, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, გინებით და მუშტიკრივით, დაუშვებელია. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები არის დაშლის პირას. ამას თუ გრძნობს დღევანდელი მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დაპირისპირებაზე ხელს ითბობს?! სანამ ეს არ დამთავრდება, არაფერი გამოვა. ის, რაც პარლამენტში ხდება, საზოგადოების ანარეკლია, რაც ამათ დათესეს", - განაცხადა ხაზარაძემ.