პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა - კვირის პალიტრა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.

ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ამ წუთებში ოპოზიციონერი დეპუტატები მოქალაქეებსა და სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართავენ.

დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობს.

"ამ დანაშაულის თანამონაწილე ხართ, გადააყენეთ ღარიბაშვილი, გომელაური და შემდეგ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც კი არ ძალადობს ხალხზე, იცავს კონსტუტიციას და ხალხს", - მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებსა და დეპუტატებს "ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო