"ნუთუ ეს ყველაფერი ამად ღირდა?" - კვირის პალიტრა

"ნუთუ ეს ყველაფერი ამად ღირდა?"

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილებას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა. დეკანოიძის თქმით, მისი პარტია "ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს".

"ამ რუტინულ პროცესში, რომელიც ამ ფარისევლულ, ყალბ პარლამენტშია, მონაწილეობას არ გავაგრძელებთ. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ასე ვერ გაგრძელდება. მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსს.

ასევე მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში, რა გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

სხვა შემთხვევაში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ფასრისევლობაში მონაწილეობას და ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს",- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ის ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე დარჩა და აღნიშნავს, რომ მათ მმართველ გუნდს სხდომის დასრულებისთვის კვორუმი შეუქმნეს.

"ნუთუ ეს ყველაფერი ამად ღირდა"?- განაცხადა დეკანოიძემ.