"არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე" - კვირის პალიტრა

"არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია. ამ განცხადებით გიორგი ვაშაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს საქართველოს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის, რაც დადასტურდა ევროკომისიის განცხადებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.