"ივანიშვილი ღარიბაშვილის პირით ომს უცხადებს, არა მარტო თავისუფალ მედიას, არამედ მთელ საზოგადოების სპექტრს და მინიმალური ქცევის წესებს არ აღიარებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ღარიბაშვილის პირით ომს უცხადებს, არა მარტო თავისუფალ მედიას, არამედ მთელ საზოგადოების სპექტრს და მინიმალური ქცევის წესებს არ აღიარებს"

"ივანიშვილი ღარიბაშვილის პირით ომს უცხადებს, არა მარტო თავისუფალ მედიას, არამედ მთელ საზოგადოების სპექტრს და მინიმალური ქცევის წესებს არ აღიარებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობა, როცა უმცირესობაში ხარ, სრულიად ლეგიტიმური, ნორმალური და აუცილებელია, ოღონდ მაშინ როცა ვითარება ნორმალურთან მიახლოებული მაინცაა.

"როცა ის ვითარებაა, რაც ჩვენ ვიხილეთ და მარტო ახლა არა, მმართველი გუნდი და მისი ლიდერი, ანუ ივანიშვილი ღარიბაშვილის პირით ომს უცხადებს, არა მარტო თავისუფალ მედიას, არამედ მთელ საზოგადოების სპექტრს და არ აღიარებს მინიმალური ქცევის წესებს.

როცა ის შეთანხმება, რომელიც ჩვენი, "ევროპული საქართველოს" აზრით, თავიდანვე არასრულფასოვანი იყო, დემონსტრაციულად დაარღვიეს, გამოდის, რომ ეს ყველაფერი დეკორაციაა, გაურკვევლობაში შეყვანაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს რეალურად ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, როცა ხელს უწყობ ამ საკითხში ბუნდოვანებას", - განაცხადა ბოკერიამ.