"ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა,ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო" - კვირის პალიტრა

"ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა,ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო"

ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ერგნეთში განაცხადა.

"მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"